რუსეთში, ნიჟეგოროდის ოლქის ქალაქ ბორში დაუდგენელმა მამაკაცმა ავტობუსების გაჩერებას ცეცხლი გაუხსნა, რიდ შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
თავდამსხმელი ახლომდებარე ტყეში გაიქცა. მას მეტყევეები და პოლიცია ეძებს.