“ობიექტურობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც რიგ შემთხვევებში არასათანადოდ იცავს ხოლმე დადგენილ ნორმებს, თუმცა მასშტაბი აბსოლუტურად განსხვავებულია ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით, როდესაც მათი ნაწილი საერთოდ უგულვებელყოფს რეგულაციებს და პრაქტიკულად ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.”
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
ამის შესახებ მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძემ პოლიტიკოსებს მოუწოდა, მოსახლეობასთან შეხვედრები ღია სივრცეში გამართონ და დაიცვან ის რეგულაციები, რომელსაც ცენტრი გასცემს, კერძოდ, ატარო პირბადეები.