მთავარი ციტატა

“გვიმტკიცებდნენ, რომ ეს ტერიტორიები საბჭოთა კავშირის დროიდან იყო აზერბაიჯანის სივრცეში”- არქიმანდრიტის ჩვენება გასაჯაროვდა

“იმჟამინდელმა ხელისუფლებამ თითქოს ნიღაბი მოიხსნა და ჩვენ მიმართ აგრესიული პოზიცია დაიკავა. ისინი აზერბაიჯანის ინტერესებს უფრო იცავდნენ, ვიდრე საქართველოსი და გვიმტკიცებდნენ, რომ ეს ტერიტორიები საბჭოთა კავშირის დროიდან იყო აზერბაიჯანის ტერიტორიალურ სივრცეში და მასზე ჩვენი იურიდიული უფლებები არ ვრცელდებოდა. ამ პოლიტიკის ფუნდამენტალური გამტარებელი, პირველ რიგში, იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი – სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრი და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ივერი მელაშვილი. ის ყველა ხრიკს და ყველა ღონეს ხმარობდა ჩვენს და კერძოდ, ჩემს დასაბნევად.

ამის შესახებ წერია ჩვენებაში, რომელიც არქიმანდრიტმა კირიონმა გამოძიებას დავით გარეჯის საქმეზე მისცა.

აღნიშნულ ჩვენებას გაზეთი “კვირის პალიტრა” ავრცელებს.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

 

 

 

იტვირთბა....