სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ “ევროპული საქართველოს” და “ქართული ოცნების” ლიდერები ერთად იმყოფებიან ერთ-ერთ რესტორანში.
როგორც მომხმარებლები წერენ, ვიდეო ლონდონშია გადაღებული, თუმცა, რომელ წელს ამის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
გავრცელებულ კადრებში ჩანან “ქართული ოცნების” წევრები: კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი და ბოლოს “ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე.