ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტებიდან 3 აჭარაში გარდაიცვალა, 1 – იმერეთში, 2 კი თბილისში

კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან, 3 აჭარაში გარდაიცვალა, 1 – საჩხერეში, 2 კი თბილისში. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების სულ 91 შემთხვევა ფიქსირდება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....