საფრანგეთში დააკავეს წარმოშობით ქართველი პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ნაცისტური სიმბოლოს, სვასტიკის დახატვაში პარიზის ისტორიულ ნაწილში, ლუვრის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე.
წითლად გამოსახული სვასტიკის ფოტოები სოციალურ მედიაშიც გავრცელდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პარიზში ნაციზმის მახინჯური სიმბოლოებია გამოსახული.
„მადლობა პოლიციას სწრაფი რეაგირებისთვის, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია“, – წერს ის Twitter-ზე.
როგორც გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარობ AFP-ს განუცხადა, ეჭვიმატინილი დაბადებულია საქართველოში, 1989 წელს.
Times of Isral-ის ინფორმაციით, მთავრობა ამბობს, რომ გასული წლის მონაცემებით, რასისტული დანაშაული 38 პროცენტითაა გაზრდილი საფანგეთში, აქედან 27 პროცენტი ანტისემიტურ ქმედებებზე მოდის.