გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში “ევროპული საქართველოს” წევრს, ოქტაი სკანდარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც პარტისი წევრი აცხადებს, მას “ქართული ოცნების” აქტივისტები დაესხნენ თავს.
ამ დროისთვის ოქტაი სკანდარავა გარდაბნის რაიონულ სამმართველოში, გაჩიანის პოლიციის განყოფილებაშია დაკითხვაზე იმყოფება.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში პოლიტიკური პარტიის წევრებზე თავდასხმა ბოლო არაერთხელ მოხდა. ფიზიკურად გაუსწორდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრის,ლევან ქართველიშვილს.