“აი რა მოყვება განსხვავებულ აზრს” – ამის შესახებ ანას ბაღის აქტივისტი და ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრი, ლევან ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
თავდასხმა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც ქართველიშვილი აცხადებს, ბახტრიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაესხა თავს. მისი თქმით, მას შემდეგ რაც თავდამსხმელებმა 5 ნომრიანი მაისური დაინახეს, აგრესიულები გახდნენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. როგორც ქართველიშვილი ამბობს პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან არ ენდობა.