აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ჰიკმეთ ჰაჯიევის განცხადებით, სომხეთი, ერთის მხრივ, ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე საუბრობს, მეორეს მხრივ, კი აზერბაიჯანის მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს.
მისივე განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ეს ეპიზოდი შაუამავალმა მხარეებმა უნდა შეაფასონ.
“გუშინ, ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა გარდაცვლილი სომხების ცხედრები გადასაცემად გაამზადეს, სომხურმა მხარემ ცეცხლი გახსნა. რას ნიშნავს ეს? ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შუამავალმა მხარეებმა ეს ეპიზოდი უნდა შეაფასონ. ამრიგად, აზერბაიჯანი იტოვებს ყველანაირ უფლებამოსილებას, რომ შეიარაღებულ ძალებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე მსგავსი თავდასხმების შემთხვევაში, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა სომხეთის სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ”, – განაცხადა ჰაჯიევმა.
შეგახსენებთ, რომ აზეირბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე 10 ოტომბერს 12:00 საათიდან შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტისა და მეზობელ ქვეყნებს შორის მოლაპარაკების დაწყების შესახებ მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის, აზეირბაიჯანის და სომხეთის საგარე საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.
ცნობისთვის, მოსკოვში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა.