ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია” – მარინა ენდელაძე

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია. – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

როგორც ენდელაძემ მედიასთან განაცხადა, აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს.

„სამწუხაროდ, ახლა, პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა ჩვენ და გახლავთ 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა თბილისში. აჭარაში საბედნიეროდ, იკლებს, იქ მიღებულმა ღონისძიებებმა გამოიღო შედეგი და გახლავთ 172 პაციენტი, მესამე ადგილზე კვლავ გახლავთ იმერეთი 117 პაციენტით, შემდეგ არის სამეგრელო-ზემო სვანეთი 16 პაციენტით, გურიასა და შიდა ქართლში გახლავთ 7-7 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ქვემო ქართლში -4 , კახეთში სამია, სამცხე-ჯავახეთში – 2, მცხეთა -თიანეთში გახლავთ 1 პაციენტი,- განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 11 794-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი და საერთო რაოდენობა 6 327-ს შეადგენს.

იტვირთბა....