ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განჯის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს” – აზეირბაჯანის თავდაცვის უწყება

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განჯის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. – ამის შესახებ ინფორმაციას აზეირბაიჯანული მედია, ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სომხეთი განზრახ არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, 1949 წლის ჟენევის კონვენციასა და მის დამატებით ოქმებს, აგრეთვე 2020 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასა და განაგრძობს აზერბაიჯანული დასახლების დაბომბვას.

მისივე ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაში 5 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ აზეირბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე 10 ოტომბერს 12:00 საათიდან შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტისა და მეზობელ ქვეყნებს შორის მოლაპარაკების დაწყების შესახებ მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის, აზეირბაიჯანის და სომხეთის საგარე საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.

ცნობისთვის, მოსკოვში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

იტვირთბა....