ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დავით გარეჯის საქმის ოქროს მოწმეს სასულიერო პირები უპირისპირდებიან

საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების დაკავებიდან 3 დღის შემდეგ ბრალდება ოქორს მოწმის მისამართით სასულიერო პირის მხრიდან გაისმა. – აღნიშნულ ბრალდებაზე “შაბათის კურიერის” სიუჟეტში სასულიერო პირები საუბრობენ.

სიუჟეტის თანახმად, მღვდელმონაზონი ანდრია სარია საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობის გადაცდომაზე დაწყებულ გამოძიებაში არქიმანდრიტ კირიონის პირად ინტერესს ხედავს.

ამასთან, მღვდელმონაზონი ანდრია სარია საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობის გადაცდომაზე დაწყებულ გამოძიებაში არქიმანდრიტ კირიონის პირად ინტერესს ხედავს.

ცნობისთვის, 7 ტომიან საქმეში ერთ-ერთი მთავარი ჩვენება სწორედ არქიმანდრიტ კირიონს ეკუთვნის. ოქროს მოწმის გამოკითხვიდან ირკვევა, რომ დავით გარეჯელი მღვდელმსახური მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობით დაინტერესებისკენ ხელისუფლებას 2014 წლიდან მოუწოდებდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებენ სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურები, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დავით-გარეჯის საქმეზე მუშაობას. რამდენიმე წელში, მტკიცებულებებისა და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შემდეგ კი, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვს საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენბთ, რომ აღნიშნულ პირებს გამოძიება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედევება.

 

იტვირთბა....