რუსეთის, აზეირბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელბს.
აღნშნული უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა 9 ოქტომბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
შეგახსენებთ, რომ აზეირბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე 10 ოტომბერს 12:00 საათიდან შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტისა და მეზობელ ქვეყნებს შორის მოლაპარაკების დაწყების შესახებ მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის, აზეირბაიჯანის და სომხეთის საგარე საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.
ცნობისთვის, მოსკოვში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა.