“მიმდინარეობდა ძალიან მძიმე პროცესი, რომელიც არ იყო საქართველოს ინტერესებში“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს პროცესი საქართველს აკარგვინებდა არაერთ ჰექტარ მიწას, მათ შორის სიწმინდეებს და იდენტობის განმსაზღვრელ სიწმინდეებზეა საუბარი.
„მეორე მხარეს აღმოჩნდა ჩვენი ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი და მათი ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები. ეს არის ყველაზე სამწუხარო და დღეს ისინი ბედავენ, აქციების დაორგანიზება დაიწყონ,”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.