„ქართული ოცნება” საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, ლაშა ნაცვლიშვილი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ნაცვლიშვილი წერს, “კარტოგრაფების სქამე” ნაციონალური მოძრაობის პიარული ხრიკია.
“არანაირი “კარტოგრაფების საქმე” ბუნებაში არ არსებობს. არსებობს საქმე ეროვნული ღალატისა. ეს საქმე მრავალ ეპიზოდიანია – ერთი ეპიზოდი გარეჯსაც ეხება. “კარტოგარფების საქმე” – არის ნაცმოძრაობის პიარული ხრიკი, დაბრენდოს საქმე მელაშვილ-ილიჩოვაზე და თავად გაექცნენ პასუხისმგებლობას.
არ გამოვა!” – წერს სოციალურ ქსელში ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის წინ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერ აქცია მიმდინარეობს.
აღნიშნული აქცია მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ არის ორგანიზებული, სადაც ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე იმყოფება. ასევე, აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვს საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენბთ, რომ აღნიშნულ პირებს გამოძიება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედევება.