დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე იმედოვნებს, რომ ილიჩოვა და მელაშვილი გათავისუფლდებიან. ამის შესახებ მან საქარველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.
“მე მგონი, ყველა თავის სკამზე და თავის ადგილზე ფიქრობს და ამიტომ, ცოტა ძნელად დასაჯერებელია, რომ ვინმემ სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანოს, მაგრამ მაინც მაქვს სადღაც იმედი, რომ იქნებ არსებობს ადამიანური ფაქტორი, ვისთვისაც პატიოსნება, სამართლიანობა ყველაფერზე მაღლა დგას და გაათავისუფლოს უდანაშაულოდ დაკავებულები”,- განაცხადა თამარ სულაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის წინ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერ აქცია მიმდინარეობს.
აღნიშნული აქცია მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ არის ორგანიზებული, სადაც ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე იმყოფება. ასევე, აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვს საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენბთ, რომ აღნიშნულ პირებს გამოძიება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედევება.