ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩემი მეუღლის დაკავების საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს”- თამარ სულაძე

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე მიიჩნევს, რომ მისი მეუღლის დაკავების საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.

როგორც თამარ სულაძემ მედიასთან განაცხადა, მისი მეუღლე უდანაშაულოა.

“მადლობას ვუხდი აქ მყოფ ადამიანებს. გზაში სრულიად უცხო ხალხი მაჩერებს და თანადგომას მიცხადებს. მგონი, ყველამ დაინახა, რა ხდება, მათ შორის ისეთმა ადამიანებმაც ვინც არ მიცნობდა. ვინც მიცნობდა ასევე ყველამ იცის, თუ როგირი პატიოსანი და წესიერი ადამიანია ჩემი მეუღლე. მათი სპეკტაკლი, რომ ხმები მოეპოვებინათ, მგონი, საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდებათ. ხალხმა დაინახა, რა სიბინძურე დადგეს ამ არჩევნების წინ. არც მე და არც ჩემი მეუღლე პოლიტიკოსები არ ვართ. არ მიფიქრია, რომ ასეთი რაღაც ვინმეს შეეძლო მოეფიქრებინა, გაოცებული ვარ. რა თქმა უნდა, აქ პოლიტიკურ სარჩულს ვხედავ”, – განაცხადა თამარ სულაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის წინ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერ აქცია მიმდინარეობს.

აღნიშნული აქცია მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ არის ორგანიზებული,  სადაც ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე იმყოფება. ასევე, აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ცნობისთვის,  ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვს საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენბთ, რომ აღნიშნულ პირებს გამოძიება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედევება.

 

იტვირთბა....