ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ყველა საკუთარ სკამსა და ადგილზე ფიქრობს” – ივერ მელაშვილის მეუღლე

დავით  გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე საქმის გამოძიების პროცესს ეხმაურება.

როგორც თამარ სულაძე აცხადებს საქმის გამოძიებაში ყველა საკუთარ სკამსა და ადგილზე ფიქრობს და ამიტომ მისთვის ძნელად დასაჯერებელი ვინმემ სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანოს.

“ყველა თავის სკამზე და თავის ადგილზე ფიქრობს და ამიტომ ცოტა ძნელად დასაჯერებელია ვინმემ სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანოს, მაგრამ მაინც მაქვს სადღაც იმედი ადამიანების, რომლებისთვისაც პატიოსნება ყველაფერზე მაღლა დგას”. – ამბობს თამარ სულაძე.

ცნობისთვის,  ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვს საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენბთ, რომ აღნიშნულ პირებს გამოძიება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედევება.

ასევე, პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ამასთან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ინფორმაციისთვის, დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

იტვირთბა....