ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას დროებითია” – აზეირბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი

“მოსკოვში, სომხურ მხარეთან საუბრის დროს მიღწეული შეთანხმება, რომელიც მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, დროებითია”, – აღნიშნული განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰან ბაირამოვმა ბაქოში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ცეცხლის შეწყვეტაზე დროებითი შეთანხმება იმდენხანს გაგრძელდება, რამდენი ხანიც „წითელ ჯვარს“ დაღუპულთა ცხედრების გაცვლის პროცესის დასასრულებლად დასჭირდება.

„ძნელია, წინასწარ ითქვას რა დრო დასჭირდება “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს” ცხედრებისა და ტყვეების გაცვლის პროცესისთვის,“- აღნიშნა ბაირამოვმა.

შეგახსენებთ, რომ აზეირბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე დღეს 12:00 საათიდან შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტისა და მეზობელ ქვეყნებს შორის მოლაპარაკების დაწყების შესახებ მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის, აზეირბაიჯანის და სომხეთის საგარე საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.

ცნობისთვის, მოსკოვში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

იტვირთბა....