საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომხეთსა და აზეირბაიჯანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს “ტვიტერში” ეხმაურება.
როგორც პრეზიდენტი წერს, ის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება და მხარეებს დიალოგის აღდგენისკენ მოუწოდებს.
„მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას მივესალმები და მხარეებს სამშვიდობო დიალოგის განახლებისკენ მოვუწოდებ. ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ერთადერთი მისაღები მომავალია ჩვენი რეგიონისთვის,“- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, აზეირბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე დღეს 12:00 საათიდან შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტისა და მეზობელ ქვეყნებს შორის მოლაპარაკების დაწყების შესახებ მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის, აზეირბაიჯანის და სომხეთის საგარე საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.
ცნობისთვის, მოსკოვში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა.