“ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვლილი 6 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში დაფიქსირდა”, – ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ გააკეთა.
როგორც ენდელაძემ მედიასთან აღნიშნა, კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ორი ადამიანის შესახებ არ აქვს.
“გარდაცვლილებს რაც შეეხება, მე ვიცი 4 პაციენტის შესახებ, რომლებიც გარდაიცვალნენ აჭარაში. ესენი გახლავთ 65 წლის, 76 წლის, 80 და 90 წლის პაციენტები, 3 ქალი და 1 მამაკაცი, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. დანარჩენი ორის შესახებ, ჯერ ჯერობით, ინფორმაცია არ მაქვს,” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელმა 11371-ს მიაღწია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 253-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 6119 გახდა.
ასევე, ქვეყანაში კორონავირუსით გარადაცვლილთა რაოდენობა კიდევ 6-ით გაიზარდა და 78-ი გახდა.