ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საათის მექანიზმივით ავაწყობთ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა სექტორს” – გიორგი ვაშაძე

“საათის მექანიზმივით ავაწყობთ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა სექტორს მიმართულებების მიხედვით”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემა “ღამის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, ამომრჩეველს წინაასრჩევნო პროგრამა კიდევ ერთხელ გააცნო და აღნიშნა, რომ პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველო განვითრების ახალ ეტაპს დაიწყებს.

ასევე, როგორც გიორგი ვაშაძემ გადაცემაშ დასძინა, გასული 8 წელი ტყუილების და შეუსრულებელი დაპირებების წელი იყო.

“ჩვენ გვინდა ჩამოვაყალიბოთ საქმის მკეთებელთა გუნდი და ჩვენი მიზანია ქვეყნის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა, არა დაპირისპირება და კინკლაობა და გაუთავებელი საუბარი წარსულზე, არამედ ფიქრი მომავალზე, საუბარი და საქმის კეთება მომავლისთვის, იმიტომ რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქონდეს თავისი პერსპექტივა ქვეყანაში.

მე ერთ პირობას ვდებ, როგორც იუსტიციის სახლის საათის მექანიზმივით აწყობილი, აი ესე საათის მექანიზმივით ავაწყობთ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა სექტორს მიმართულებების მიხედვით,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძე “ღამის კურიერში” სტუმრობისას.

იტვირთბა....