aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პოლიტიკოსებმა ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა უკვე შერაცხეს ქვეყნის მოღალატეებად, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს” – ლომჯარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“სამწუხაროდ, პოლიტიკურმა პირებმა ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა უკვე შერაცხეს დამნაშავეებად, ქვეყნის მოღალატეებად. ეს არის ძალიან სახიფათო და მიუღებელი და არღვევს ამ პირთა უდანაშაულობის პრეზუმფციას”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ლომჟარიამ განაცხადა, როდესაც საქმე ეხება ინდივიდებსა და მათ უფლებებს, პოლიტიკურმა ფიგურებმა თავი უნდა შეიკავონ იარლიყების მიწებებისგან.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკური ელფერი შესძინა ამ საქმეს იმ პოლიტიკურმა პოზიციონირებამ, რასაც თუნდაც მმართველი პარტიის წევრები ეწეოდნენ ამ პირთა დაკავებასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ საზღვრების დადგენა არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხი და ამაზე პოლიტიკოსები უნდა საუბრობდნენ, მაგრამ, როდესაც პოლიტიკოსები, განსაკუთრებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები თუ მათთან აფილირებული პირები და მედიასაშუალებები ამბობენ,თითქოს ეს ადამიანები უკვე არიან დამნაშავეები და სამშობლოს მოღალატეები, ეს არის ძალიან სახიფათო”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ასევე, ლომჟარიამ განაცხადა, სახალხო დამცველის ოფისი საქმეში იმ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე ჩაერთო, რაც პირთა დაკავებისა და მათთვის ბრალის წარდგენისას შეიქმნა.

“ძალიან მაღალი რისკია იმისა, რომ ამ პროცესში არის დაინტერესებული მმართველი ძალა, პოლიტიკური ინტერესები შეიძლება იდგეს ამის უკან და აქედან გამომდინარე, ჩართულობა და ყურადღება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ პროცესში მაქსიმალურად იყოს მათი უფლებები დაცული. ვფიქრობ, რომ უნდა გაიმიჯნოს და პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა უნდა ისაუბრონ არსებით საკითხებზე, რაც ყველას გვაწუხებს, ეს ეხება დემარკაციის პროცესს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ინდივიდებს, მათ უფლებებს, ყველა პირმა, განსაკუთრებით, თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ გარკვეული იარლიყების მიწებებისა და თუ შეფასებების გაკეთებისგან მთელი ამ პროცესის განმავლობაში”, – აღნიშნა ნინო მომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....