ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კარტოკრაფიული რუკების მოძიებაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული” – დეკანოზი დავით ჭიკაიძე

“კარტოკრაფიული რუკების მოძიებაში “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული”, – აღნიშნული განცხადება დეკანოზ დავით ჭიკაიძემ გააკეთა.

როგორც ჭიკაიძე აცხადებს, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დავით გარეჯის წინამძღვარმა დახმარებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, ღარიბაშვილმა კი თავის მხრივ დახმარება ბიძინა ივანიშვილს სთხოვა, რომელიც თავის მხრივ ორიგინალი რუკების მოძიებით დაინტერესდა და ხიდაშელს დაეკონტაკტა.

ამასთან, როგორც ჭიკაიძე აღნიშნავს, გამოძიებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს და საქმე სახელმწიფო ღალატს ეხება.

“მამა კირიონი დაუკავშირდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ძალიან დაინტერესებულია და პირად თემად აქვს ქცეული ეს თემა, დიდი მადლობა მას ამისთვის. ის შემდეგ დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილს, ბატონმა ბიძინამაც გულთან ახლოს მიიტანა ეს საკითხი და დაუკავშირდა დავით ხიდაშელს, რომელმაც მისთვის ნაცნობი გზებით მოიძია ამ რუკის ორიგინალი და დღეს საბადნიეროდ ის ჩვენს ხელშია. ის, რომ ეს ადამიანები არიან დაკავებული, არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა … როდესაც შენ ასხვისებ შენი ქვეყნის ისტორიულ ტერიტორიას, სამშობლოს ღალატი სხვა არაფერია”, – განაცხადა საბა ჭიკაიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....