aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს არის კიდევ ერთი მაგალითი უტიფრობის” – გიგა ბოკერია ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ეს არის კიდევ ერთი მაგალითი უტიფრობის და ხალხისთვის თქმის, რომ ყველაფერი კარგად არის”, – ასე ეხმაურება  “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას.

ბოკერიას განმარტებით,  მაშინ, როდესაც ქვეყანა და ხალხი უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისშია, ივანიშვილის თვითკმაყოფილება არის საფრთხე და ქვეყნის ჩიხში დატოვება.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ამ უტიფარი თვითკმაყოფილების ივანიშვილის მხრიდან და ხალხისთვის თქმის, რომ ყველაფერი კარგად არის, კმაყოფილები არიან და უბრალოდ ვერ აფასებს მათ ოპონენტების ნაწილი, თორემ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით და არაფრის შეცვლას ეს კაცი არ აპირებს, ძალადობას აბრალებს ოპონენტებს მხოლოდ, არც კი აღიარებს, რომ ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა და თან ცინიკური ნათქვამი ჰქონდა ბოლოს, რომ ვიგებთ მაინც და ამიტომ არ გვჭირდებაო. ანუ რომ აგებდნენ დაჭირდებოდა, ამის თქმა სურდა? საფრთხე რომ აქვთ ძალაუფლების დაკარგვის, ამიტომ გვაქვს ეს ძალადობის ინციდენტები. მაგრამ ყველაზე უფრო მთავარი არის, რომ იმ ხალხის, იმ კაცის დატოვება ხელისუფლებაში, რომელიც კმაყოფილია დღევანდელი კატასტროფული ვითარებით, სიღარიბის ზრდით, უმუშევრობის ზრდით, ლარის მდგომარეობით, არის ჩიხში დატოვება ამ ქვეყნის და უქადის უზარმაზარ საფრთხეს ყველა ჩვენს ოჯახს. ამიტომ არის საჭირო გარდამტეხი ცვლილებები და ამ ადამიანის ჩამოცილება ხელისუფლებიდან.” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ,  გუშიან ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნავს, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. ივანიშვილი ამომრჩეველს მოუწოდებს, არ აჰყვეს პროვოკაციას.

იტვირთბა....