ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია, ვურჩევდი, რომ კობახიძეს და მის გარემოცვას დიდად ნუ დაეყრდნობა” – ეკა ბესელია

“ბიძინა ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია და ვერ გრძნობს იმ ვითარებას, რაც ქვეყანაშია”, – ასე შეაფასა დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას.

ბესელიას განმარტებით, “ქართული ოცნების” ლიდერის განცხადება ამომრჩევლის გამხნევებაა.

“ვხედავ, რომ ის არის ინფორმაციულ ვაკუუმში. ვერ გრძნობს იმ ვითარებას, რაც გარეთ არის. ვურჩევდი, რომ კობახიძეს და მის გარემოცვას დიდად ნუ დაეყრდნობა. მას ასეთი ციფრები ბევრჯერ მოუსმენია. მგონია, ან შეგნებულად იმყოფება ასეთ ინფორმაციულ ვაკუუმში და ვერ გრძნობს იმ რეალობას, რაც არის გარეთ, ან მეორე ვერსიაა – იცის, რაც ხდება და ესაა გამხნევება ამომრჩევლების არჩევნების წინ”, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ,  გუშიან ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნავს, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. ივანიშვილი ამომრჩეველს მოუწოდებს, არ აჰყვეს პროვოკაციას.

 

იტვირთბა....