ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დავით გარეჯის საქმეში  მამა კირიონის ჩართულობამ ბევრ რამეს მოფინა ნათელი” – დეკანოზი დავით გარეჯის სასაზღვრო საკითხთან დაკავშირებით

“საპატრიარქოს პოზიციაა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი სამართლიანი საზღვრით უნდა დარჩეს საქართველოს შემადგენლობაში”, – ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოს პრესამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

როგორც დეკანოზმა მედიასთან აღნიშნა, დავით გარეჯის საქმეში  მამა კირიონის ჩართულობამ ბევრ რამეს მოფინა ნათელი.

„როგორც იქნა, დადგა მომენტი, როდესაც უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდა და გაერკვა ამ საკითხში მეტ-ნაკლებად. წინ არის გამოძიება და შედეგები, ამ ეტაპზე, რაღაც ნაბიჯი გადაიდგა.

მამა კირიონი ამბობს, რომ 10 წელია იკვლევს დოკუმენტაციას, რა უნდა არსებობდეს, როგორი წესია. არ იფიქროთ, რომ სასაზღვრო საკითხების გადაწყვეტა სპეციალისტების გარეშე შესაძლებელია, ყველა შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ ფაქტია, რომ მამა კირიონის ჩართულობამ და მისმა კარგად გაცნოებრებამ ამ პროცესში ბევრ რამეს მოფინა ნათელი“, – განაცხადა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელ, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....