ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შესაძლოა დიდი სივრცეები, დარბაზები დაიკეტოს და საავადმყოფოებად გადაკეთდეს” – კულუმბეგოვი

“ძალიან დიდი რაოდენობით პაციენტი თუ დაგროვდა, საავადმყოფოებში უბრალოდ ადგილი აღარ იქნება და როგორც ხდება სხვა ქვეყნებში, შესაძლოა დიდი სივრცეები, დიდი დარბაზები დაიკეტოს და საავადმყოფოებად გადაკეთდეს. ეს ასე ხდება მთელს მსოფლიოში. არ მგონია დამატებითი შენობების საჭიროება დადგეს. საწოლფონდი ზოგადად დიდი გვაქვს ქვეყანაში. იმაზე მეტი საავადმყოფოა საქართველოში ვიდრე მშვიდობიანობის დროს გვჭირდება.”

ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი.

ამის შესახებ მან Report.ge-ს განუცხადა. 

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების საერთო მაჩვენებელმა კი 10752-ს მიაღწია. ამ დროისთვის კოვიდინფიცირებისგან 313 ადამიანი განიკურნა. ქვეყანაში კორონავირუსისგან სულ 72 ინფიცირებული გარდაიცვალა.

იტვირთბა....