ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველაზე უფრო საშიში თბილისია” – დედაქალაქში ინფიცირების შემთხვევები აჭარას გაუთანაბრდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დადასტურებული 527 შემთხვევიდან 190 (36%) აჭარიდანაა, 179 (34%) თბილისი, 91 – იმერეთი, 11 – კახეთი, 10 – შიდა ქართლი, 28 – ქვემო ქართლი, 3 – მცხეთა-მთიანეთი, 3 – გურია, 1- სამცხე-ჯავახეთი.

მისი თქმით, პაციენტების ნაწილი  სტაციონარებში და კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს, უსიმპტომო პაციენტთა ნაწილი კი ბინაზე იმყოფება.  კრიტიკულ მდგომარეობაშია 63 ინფიცირებული პაციენტი. 61 მართვით სუნთქვაზეა. კრიტიკული პაციენტებიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდან, 1 კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდანაა.

“მოსახლეობის სიმჭიდროვის, რაოდენობის გათვალისწინებით, ამჟამად ყველაზე უფრო საშიში არის თბილისი და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

იტვირთბა....