ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსისგან 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რის შემდეგაც, გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა 5866 შეადგინა.
ამასთანავე, stopcov.ge-ს მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციისთვის, ახალმა კორონავირუსმა საქართველოში სულ 10752 ადამიანი დააინფიცირა.