“უდანაშაულო ადამიანი სრულიად გაწირეს იმისთვის, რომ მათ აქვთ სიძულვილი წინა ხელისუფლების მიმართ. “ქართული ოცნება” “პატრიოტთა ალიანსთან” ერთად მიჰყვება კრემლის პროპაგანდას. ეს არის მიზანმიმართულად გათვლილი წინასაარჩევნოდ, ჩვენი ლიდერის წინააღმდეგ. არ აინტერესებთ ეროვნული ინტერესები, არ აინტერესებთ, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა რეგიონში. ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არაფერი არ აინტერესებს.”
ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
“დღის ამბები”
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.