მთავარი ციტატა

“წარმოუდგენელი რამ ხდება, იქნებ მოეგოს ეს ხალხი გონს და მიხვდნენ რა განცხადებებს აკეთებენ”- ოხანაშვილი დავით გარეჯის საქმეზე

„წარმოუდგენელი რამ ხდება, საკუთარი სამშობლოს და ეროვნული ინტერესების დაცვაზე, რომ პოლიტიკური ჯგუფები გვედავებიან, რაში უნდა ეწეროს ეს, ვერ ვხვდები! არათუ პოლიტიზირებას ახდენენ, აქეთ ხდება შედავება, როგორ გაბედა ხელისუფლებამ და პროკურატურამ და როგორ დასვეს საკითხი, რომ უნდა დაიცვან ეროვნული ინტერესი. წარმოუდგენელია, რომ ასე არ გაინტერესებდეს საკუთარი ქვეყნის და ტერიტორიების ბედი, ან თუ გაინტერესებს და განზრახ აკეთებ, ეს კიდევ უარესი. ასე რომ, იქნებ მოეგოს ეს ხალხი გონს და მიხვდნენ რა განცხადებებს აკეთებენ.”

ანრი ოხანაშვილი – უმრავლესობის წევრი

აღნიშნულით ოხანაშვილი ჟურნალისტებტან დავით გარეჯის საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ამ თემით სპეკულირება დაუშვებელია, მითუმეტეს იმ რთულ ფონზე რაც მეზობელ სახელმწიფოებში ხდება.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

 

იტვირთბა....