ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვიდეო-მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას აპლიკაცია stopcovid-ის ჩამოტვირთვისკენ მოუწოდებს.
“პანდემია მძვინვარებს და ის ჩვენს ქვეყანაშიც გრძელდება, თუმცა ჩვენი ქვეყანა მას წარმატებით უმკლავდება. ჩვენ ამ წარმატების კიდევ უფრო განმტკიცება გვჭირდება. ამისთვის აუცილებელია ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რა არის ჩვენი წვლილი? – პირველ რიგში სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება, რაც ნიშნავს ნიღბის სწორად ტარებას, რაც ნიშნავს სოციალური დისტანციის დაცვას და არასაჭირო მასობრივი თავყრილობებისგან თავის შეკავებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აპლიკაცია stopcovid, არის აქეთკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი, რათა ჩვენ თავიდან ავიცილოთ კონტაქტი ინფიცირებულთან. ასევე ეპიდემიოლოგიურმა სამსახურებმა ადვილად იპოვონ კონტაქტები და შესაბამისად მოახეხონ მათი დროული იზოლაცია. მე ჩამოვტვირთე აპლიკაცია stopcovid, ჩამოტვირთე შენც” – განაცხადა კულუმბეგოვმა.