“პირველი დღეების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ ამას ველოდით, იმიტომ, რომ შუქნიშნების ადაპტირება, სანამ ადამიანები მიეჩვეოდნენ, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი და ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით. დღესაც ჩვენ სულ ვართ განახლების, დაკვირვების პროცესში, არის პატარა ხარვეზები, რომლებსაც ვცდილობთ, რომ ყოველდღიურად გამოვასწოროთ, რომ დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.”
კახა კალაძე – თბილისის მერი
როგორც კალაძე აცხადებს, ჭავჭავაძეზე არის რამდენიმე “ცხელი წერტილი”, მათ შორის, ყიფშიძის ქუჩა, რომელიც, მისივე სიტყვებით, დატვირთულია.