ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ოპოზიციას სურს დაამტკიცოს, რომ რუკა, რომელიც საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას ქმნის, გამონაგონი და ტყუილია”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ამ საკითხზე განსაკუთრებით აქტიურობენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა განცხადებების ოგიკას სცდება.

კობახიძემ დავიტ გარეჯის საქმეზე ოპიზიციის წევრების განცხადებებს ისტერიული უწოდა.

“ხელისუფლების წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევისას განსაკუთრებით აქტიურობდნენ წინა ხელისუფლების საგარეო ბლოკის წარმომადგენლები. მათი განცხადებები ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოებს გასცდა. დღეს, როდესაც რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა დელიმიტაციის ჩიხში შესული პროცესის სამართლიანად ქართული და აზერბაიჯანული მხარის მიერ პროცესის დასაწყისშივე შეთანხმებული ალგორითმით ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვეტის, რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაზე ორგანიზებულ თავდასხმას ახორციელებს და ცდილობს დაამტკიცოს, ახლადაღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, მათ შორის რუკა, რომელიც საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას ქმნის, გამონაგონი და ტყუილია”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....