მთავარი ციტატა

“23 დღე რჩება არჩევნებამდე, 23 ნაბიჯი, რომ საქართველოს მოქალაქემ ამ სახელმწიფოს მოაშოროს არაეროვნული, არაპროფესიონალური, სამარცხვინო ხელისუფლება” – ვაშაძე

“23 დღე რჩება არჩევნებამდე, 23 ნაბიჯი, რომ საქართველოს მოქალაქემ ამ სახელმწიფოს მოაშოროს არაეროვნული, არაპროფესიონალური, სამარცხვინო ხელისუფლება, რომელიც ისეთ პატრიოტებს, როგორც ივერი მელაშვილია, საპყრობილეში კეტავს. 23 დღე რჩება იმისთვის, რომ დავამთავროთ ოლიგარქიული, ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა ამ სახელმწიფოში და საქართველოს მოქალაქეს დავუბრუნოთ იმედი და ნორმალური ცხოვრების პირობები.”

გრიგოლო ვაშაძე – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....