“არანაირი წინასაარჩევნო ეფექტი საზოგადოებაში არ მოყოლია ღვაწლმოსილი მეცნიერის დაკავებას(ქოცებიც ვერ ზეიმობენ ხეირიანად), პირიქით ,ყველა აღშფოთებულია ! ფაქტია,რომ ივერი მელაშვილი ჩვენებას არ მოგცემთ ! სირცხვილია რომ საქმის მთავარი მოწმეები სასულიერო პირები არიან ! იმედია,სასამართლოს ეყოფა გონიერება და აღკვეთის ღონისძიებად გირაოს გამოიყენებს ! არსად არ გაიქცევიან!”
ელისო კილაძე – “ქრონიკა +” -ის რედაქტორი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.