ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ირანისა და საქართველოს საზღვრები საფრთხის ქვეშაა” – სომხეთი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნაზე

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წამომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  ირანისა და საქართველოს საზღვრები საფრთხის ქვეშ არის.

მისივე თქმით, კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნა აზერბაიჯანული მხარის აგრესიულ ქმედებებს უკავშირდება.

არც ოვანისიანის განცხადებით, ამ ეტაპისთვის დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მოწინააღმდეგის აგრესიული ქმედებებიდან გამომდინარე გამორიცხული არაფერი არ არის. სომხური მხარის ბრალდებებისა და კახეთში 2 საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ ოფიციალური კომენტარი ბაქოს ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში, დაუდგენელი დანიშნულების ჭურვი ჩამოვარდა.

იტვირთბა....