ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში, ჯერ-ჯერობით დაუდგენელი დანიშნულების ჭურვი ჩამოვარდა – ამის შესახებ ინფორმაციას, მერის წარმომადგენელი, მაია ბედოიძე ავრცელებს.
მისივე ცნობით, ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად, დაშავებულები არ არიან.
„დაუსახლებელი ადგილია, სადაც ჩამოვარდა. აფეთქების ხმა გავიგეთ, კვამლი შევამჩნიეთ და მოვედით. არ ვიცით, რა არის. შესაბამისი სამსახურები არიან და არკვევენ“, – განაცხადა მაია ბედოიძემ.
ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.