ახალი ამბები მთავარი სამართალი

მელაშვილი პატიმრობის ალტერნატივად გირაოს შეთავაზებაზე უარს ამბობს – საქმეში სახალხო დამცველი ერთვება

ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადებით,მისი დაცვის ქვეშ მყოფი ალტერნატივად გირაოს შეთავაზებაზე უარს ამბობს.

“მისი პოზიცია არის, რომ ის არ აპირებს არანაირი ალტერნატივის შეთავაზებას, მათ შორის გირაოსი. ის თვლის, რომ ეს არის მისი ბრძოლა, იბრძოლებს ბოლომდე და არანაირი დათმობა არ იქნება, მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ იყოს”, – აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დავით-გარეჯის საქმეზე დაწყებულ გამძოიებაში სახალხოდამცველის აპარატიც ერთვება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....