ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება საქართველოს საშინაო საქმეა”- გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დაუშვებელია, საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების პოლიტიზირება. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, საკიტხი უაღრესად მიშვნელოვანია და მისი პოლიტიზირება დამაზიანებელია ქვეყნისთვის.

მისივე თქმით, ეს საკითხი საქართველოს საშინაო საქმეა და აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვერ დააზიანებს.

„უნდა გამოვეხმაურო მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ, როგორც ხედავთ, არ წყდება მცდელობა საკითხის პოლიტიზირების, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხებთან დაკავშირებით, უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის.

ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძლედება ნებისმიერ შემთხვევაში. მინდა ვთქვა, რომ სწორედ ამიტომ, ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას,“ – განაცხადა გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....