“აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირდა, ამჟამად მხოლოდ 49%-ია, ანუ 230 ინფიცირებული, თუმცა ახლა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თბილისში იმატებს და უკვე 28%-მდე ავიდა, ეს შეესაბამება 134 შემთხვევას, იმერეთში მდგომარეობა სტაბილურია – 68 ახალი შემთხვევა, სამცხე ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გახლავთ 8-8 ახალი დადასტურებული შემთხვევა, შიდა ქართლში – 6, ხოლო კახეთსა და მცხეთა-თიანეთში 5-5 პაციენტია.”
მარინა ენდელაძე – ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი
ამის შესახებ ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა და სამივე მათგანი აჭარიდანაა.