“დაკავების განჩინებიდან ამოვიკითხე, რომ მოწმეებად სასულიერო პირები ჰყავთ, რომლებიც თითქოსდა, ესწრებოდნენ გარკვეულ შეხვედრებს და ჰქონდათ ექსპერტული ცოდნა, რომ მათ გაარჩიეს, რომელი რუკების გამოყენებას ჰქონდა ადგილი და რომელს – არა. აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ ბრალდებულები, თუმცა, ალტერნატივის სახით განვიხილავთ გირაოსაც.”
ედუარდ მარიკაშვილი – დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებტან განაცხადა, რაც შეეხება სამართლებრივ ბრალს, ეს გულისხმობს სახელმწიფოს ტერიტორიების გამოყოფისკენ მიმართულ ქმედებას, რასაც არ მოყოლია რაიმე ტერიტორიის გადაცემა, ან დაკარგვა.
ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.