მთავარი ციტატა

“ასეთი ბრალდებით დაჭერილი, ხანშიშესული კაცის გულმა რომ ვერ გაუძლოს თავსდატეხილ აბსურდს, ვინ აგებს პასუხს?” – გრიგოლია

“მთელი დღეა ვფიქრობ, ასაკოვან მეცნიერს,რომელიც დღეს დაიჭირეს მართლა წარმოუდგენელი ბრალდებით და ასეთი სიმძიმის ბრალს უყენებენ “სამშობლოს მოყვარულები”  გული არ გაუსკდეს.აი ეხლაც, ძილის წინ რომ ივერი მელაშვილზე მეფიქრება და მედარდება,დაიჯერებთ? ასეთი ბრალდებით დაჭერილი , ხანშიშესული კაცის გულმა რომ ვერ გაუძლოს თავსდატეხილ აბსურდს, ვინ აგებს პასუხს? მალე ალბათ მოითხოვენ აღიარებით ჩვენებებს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრის ბრალდებით.”

ინგა გრიგოლია – ჟურნალისტი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....