მთავარი ციტატა

“ეს არის საშიში ფაზა წინასაარჩევნოდ, როცა ხელისუფლება პირდაპირ გადადის ძალიან ღიად ბინძურ თამაშებზე” – ხოშტარია

“ეს არის საშიში ფაზა წინასაარჩევნოდ, როცა ხელისუფლება პირდაპირ გადადის ძალიან ღიად ბინძურ თამაშებზე და იკვეთება კონკრეტულად რუსეთის ინტერესი, მათ შორის, ირმა ინაშვილის მხრიდან, რომელიც კონკრეტულ განცხადებებს აკეთებდა ამ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით და იღებდა დავალებებს რუსეთიდან, რომელიც არ გამოიძია ამ პროკურატურამ.”

ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

ცნობისთვის, ევროპული საქართველოს, ენმ-ის წევრებმა და აქტივისტებმა, პროკურატურასთან დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილის და კომისიის წევრის, ნატალია ილიჩევას დაკავებას გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....