მთავარი ციტატა

“აზერბაიჯანთან ურთიერთობისას საზღვრის საკითხს მეგობრულად გადავწყვეტთ” – მამუკა მდინარაძე

“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობისას საზღვრის საკითხს მეგობრულად გადავწყვეტთ. არანაირი სხვა ტენდენცია, გარანტიას გაძლევს, არც ერთი სხვაგვარი პოზიცია, ჩვენგან, ჩვენი ხელისუფლებიდან, არასდროს არ წავა. „ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელსაც ომი არ ჰქონია და არც ექნება მსგავსი დაძაბულობები, მითუმეტეს მეგობრებთან.”

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

“რუსთავი 2”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....