მთავარი ციტატა

“დავით გარეჯის საქმეზე რამდენიმემ ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა! ვინ გაყიდა სინდისი თავისუფლების სანაცვლოდ” – კილაძე

“60-ზე მეტი პირია დაკითხული დავით გარეჯის საქმეზე,მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნებიც !მეუბნებიან რომ რამდენიმემ უკვე მისცა ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ! ვინ გაყიდა სინდისი თავისუფლების სანაცვლოდ ?!”

ელისო კილაძე – “ქრონიკა +” -ის რედაქტორი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....