მთავარი ციტატა

“ზურაბიშვილი არის ნაძირალა, რომლის იმპიჩმენტსაც, იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლება მოახდენს”- ნიკა გვარამია

“იმ ქალმა აწია ეს კონფლიქტი. ეს ქალი რუსეთის პორველი წარმომადგენელია. რა სალომე, რა ზურაბიშვილი, რა პრეზიდენტი, მისი ნამდვილი სახელი არის  “ომი საქართველომ დაიწყო.”  ეს არის ნაძირალა, რომლის, იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლება იმპიჩმენტს მოახდენს.”

ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

“დღის ამბები”

აღნიშნულით გვარამია აზერბაიჯანი – საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავა. პროკურატურის ცნობით,  უწყებამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

 

იტვირთბა....