მთავარი ციტატა

“გარეჯის თემის წამოწევა არის მოღალატე ხელისუფლების წინასაარჩევნოდ ჩატარებული პიარ – აქცია”

„გარეჯის თემის წამოწევა არის „ქართული ოცნების” მოღალატე ხელისუფლების წინასაარჩევნოდ ჩატარებული პიარ – აქცია, რომელიც ვნებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და საბოლოო ჯამში, დავით გარეჯის პრობლემის ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვეტას უშლის ხელს.”

რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე

ამის შესახებ გოცირიძემ  ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აზერბაიჯანი – საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავა. პროკურატურის ცნობით,  უწყებამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

იტვირთბა....