თბილისში 1-ელ კლასელ ბავშვს ეძებენ. ოჯახის ახლობლის განცხადებით, მოზარდი დაახლოებით 3 საათის წინ აეროპორტის დასახლებიდან გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი აუტიზმის სპექტრის მქონეა, საუბარი არ შეუძლია.
ბავშვს აცვია შავი ზედა და ნაცრისფერი შარვალი, თან აქვს ზურგჩანთა. (ფოტო დღესაა გადაღებული). ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ბავშვის დედას შემდეგ ნომერზე – 574 057 044